ქსელის გამართვა

ინფორმაცია სერვისის შესახებ

ქსელის გამართვა

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ახალ საოფისე სივრცეში კომპიუტერული ქსელის ორგანიზება-მოწყობა ან არსებული ქსელის მოდიფიკაციას ორგანიზაციის სპეციფიკურობისა და საჭიროებების შესაბამისად. ჩვენ კონსულტაციას გავივლით და ანალიზს გავუკეთებთ თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს და დაგიგეგმავთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკაში გამოცდილ ინდუსტრიულ სტანდარტებს, რათა თქვენი ქსელი იყოს მაქსიმალურად ოპტიმიზირებული და ეფექტური თქვენი ბიზნესისთვის. ამასთანავე, ჩვენ დავგეგმავთ ქსელს მომავალი ზრდის გათვალისწინებით, რაც საშუალებას მოგცემთ გააფართოოთ თქვენი ბიზნესის ინფრასტრუქტურა როცა ამის საჭიროება დადგება. შემდგომ ეტაპზე ვახორციელებთ უშუალოდ კაბელირების სამუშაოებს. ჩვენი კაბელირების სპეციალისტები იხელმძღვანელებენ იმ დიზაინით, რომელიც თქვენთვის შევქმენით და გაიყვანენ ქსელს სასერვეროდან საბოლოო წერტილებამდე. მოახდენენ კაბელების ტესტირებას და მარკირებას. საბოლოო ეტაპზე ხდება ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია. ჩვენს სპეციალისტებს აქვთ ფართო გამოცდილება სხვადასხვა მწარმოებლის მაღალი დონის მოწყობილობებთან, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ კონფიგურაცია თქვენი მოთხოვნების და საჭიროებების მიხედვით და დავრწმუნდეთ, რომ თქვენი ქსელი იმუშავებს გამართულად და საიმედოდ.

ფასი: $ - - -